დასავლელი პარტნიორები საქართველოში სულ მოდიოდნენ, გვეხმარებოდნენ და ქართველ ხალხს სხვადასხვა დოზით გვერდში ედგნენ. ახლა სწორი არ არის თქმა, რომ ჩვენს საქმეებში ერევიან, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ხელისუფლება ეძებს გარე ფაქტორებს, რასაც თავის წარუმატებლობას დააბრალებს.
„ქვეყნის შიდა საქმეებში ქართველი ხალხი ერევა და ჯერჯერობით ანაცვლებს „ქართულ ოცნებას“. ოღონდ, ამას არ აღიარებენ და არ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებაში საქმიანობა დაამთავრეს, ამით ეძებენ გარე ფაქტორებს, რასაც თავიანთ წარუმატებლობას დააბრალებენ. სინამდვილეში, ყველაფერი მხოლოდ მათი ბრალია. ლეგიტიმაცია რომ დაკარგეს, ამაში დამნაშავე მხოლოდ თავად არიან. დასავლელი პარტნიორები საქართველოში სულ მოდიოდნენ, გვეხმარებოდნენ და ქართველ ხალხს სხვადასხვა დოზით გვერდში ედგნენ. ახლა სწორი არ არის იმის თქმა, რომ ჩვენს საქმეებში ერევიან“, – განაუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.