ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ქალიც დიდი ჭკუით არ გამოირჩევა და მათ არ გააჩნიათ მიზეზშედეგობრივი კავშირის დანახვის უნარი, ერთი საკითხია „რუსული კანონი“ და მეორე კვოტების, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ჩემს კოლეგებს სიმშვიდეს ვურჩევდი, რადგან ეს არის გამარჯვებული თამაში – ყველასთვის გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ ახალ-ახალი საჩხუბარი კანონები შემოაქვს და ეს ყველაფერი ქართველ ხალხს მშვიდად უნდა ვაჩვენოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ დეპუტატმა ხვიჩიამ განაცხადა, რომ , რომ მისი განცხადება არ არის დისკრიმინაციული. "არც კაცს, ბატონი რომანიც ამაში გამყავს. ეს არის ის, როცა ფიქრის უნარი არ გააჩნიათ. რომელ საარჩევნო სიაში მოხვდნენ, ამის გამო ფიქრის უნარი დაკარგული აქვთ და ამ ხალხში გადის ბატონი რომანიც და დანარჩენი ქალბატონებიც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.