ჩემი აზრით, არანაირ ბოიკოტში არ არიან ჩვენი კოლეგები. როცა უნდათ, შემოდიან, როცა უნდათ – გადიან. იმიტომ, რომ ხელფასი არ ჩამოაკლდეთ, ამას მოფერებით ბოიკოტს ეძახიან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„თქვეს, ორ კვირაში, ვეტოს დაძლევის დროს ისევ შემოვალთო. ასევე, მე როგორც ვიცი, კომიტეტებში მონაწილეობენ, პარლამენტიდან ბრიფინგს აკეთებენ, ხელფასს იღებენ. ბოიკოტი რას ნიშნავს, არ მესმის. ჩვენ ხალხის გვერდით სულ ვდგავართ, ყველა აქციაში ვმონაწილეობთ. 29 აპრილის აქციაშიც ვიყავით, „ქართულმა ოცნებამ“ რომ დააორგანიზა. ხალხი მოდის ჩვენი სამსახურის წინ. რაღაცის თქმა უნდა და ჩვენ რომ არ მოვუსმინოთ, არ შეიძლება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა. ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელოც“.