"2030 -ში ყაველაშვილი რო გახდეს ოპოზიციის ლიდერი და რამე ქარტიაზე მოაწერინოს ყველას ხელი წინასაარჩევნოდ." - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ: "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს ჩატარდება - მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, იმავე დღეს გაიმართება.

პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შექმნილი საარჩევნო კოლეგია, რომლის ნახევარსაც პარლამენტის დეპუტატები წარმოადგენენ. კოლეგიაში შედიან ასევე თვითმმართველობებისა და აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.