კუვეიტს აქვს ნავთობის საბადო, ჩვენ გვაქვს მოღალატეების საბადო, ამოდის და ამოდის - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„უკრაინამ უნდა მოიგოს ომი, იმიტომ რომ აქ ჩვენი ენერგიით ვერ ვერევით უკვე, გააცამტვერა ბიძინამ ეს ქვეყანა. რაც ვერა ქნა მტერმა და დუშმანმა, შაჰ აბასმა, თემურ ლენგმა, ქნა აგერ ბიძინა ივანიშვილმა. ეს არის შინაარსით ანტიქართული ხელისუფლება. კუვეიტს აქვს ნავთობის საბადო, ჩვენ გვაქვს მოღალატეების საბადო, ამოდის და ამოდის. დრო იყო ქართველები ერთმანეთს ბავშვებს ჰპარავდნენ და ყიდდნენ. იქამდეც მივა, დაცემა ძალიან ადვილია“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.