ამ ქვეყანაში მოსახლეობის რაღაცა ნაწილი ბედნიერია გამოქვაბულში რომ ცხოვრობს და იქიდან ქვას ისვრის პერიოდულად - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი ქოცები თურქეთში ამ არჩევნებში მხარს უჭერენ ერდოგანს, ანუ ვინც ანტიევროპელია ყველას მომხრე არიან ესენი უკვე. ძვირფასო ქოცებო, როგორ უჭერთ ერდოგანს მხარს, რომელმაც აია სოფიაში მეჩეთი აღადგინა, ხომ ხართ მაგარი მართლმადიდებლები კაცო?! მესიის მახვილები ხომ ხართ, რაშია საქმე, რატომ უჭერთ მათ მხარს? იმიტომ უჭერთ, რომ გეშინიათ და გეზიზღებათ ევროპა იმიტომ, რომ ევროპა არის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, განათლება, კულტურა, ჰიგიენა სოციალურიც და პირადიც და არ გინდათ იმიტომ, რომ, მე ჩემი კონცეფცია მაქვს, ამ ქვეყანაში არის რაღაცა ნაწილი მოსახლეობის, რომელიც ბედნიერი გამოქვაბულში რომ ცხოვრობს და ქვას ისვრის იქიდან პერიოდულად. გამოქვაბულის მკვიდრები არიან, რა კონსერვატორები, რისი კონსერვატორები, კონსერვატორი იყო ჩერჩილი. სხვათა შორის კონსერვატიზმი თუ გინდათ, ევროპის ნახევარ ქვეყნებში, თუ მეტში არა კონსერვატორები მართავენ, იმათთან რატომ არ გინდათ ურთიერთობა? კეთროვანი ურბანი რომ მოძებნეთ მარტო, რომელსაც მალე დააპანღურებენ ალბათ. უნგრეთთან რა საერთო აქვს საქართველოს, რა გვაკავშირებს? იმიტომ რომ ისიც რუსეთის და პუტინის რელიქტია და თქვენც იმათი რელიქტი ხართ და ქმნით ანტიევროპულ, ანტიდასავლურ გაერთიანებას. 24 წლის არჩევნებში აპირებენ ტრამპისტებად გადაიქცნენ, ანუ რუსეთი რომ გაიმარჯვებს ამის იმედი არ აქვთ, საფრთხის შეგრძნება საკმაოდ რეალისტური აქვს ბიძინას და ამათაც. წინასწარ გიანონსებთ, რუსეთის მარცხის შემდეგ „ქართული ოცნება“ გახდება ტრამპის მომხრე“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.