"ძლიერი საქართველოს" ცესკოს წევრმა, გიორგი სიორიძემ ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

"გტოვებთ მარტო, შეგიძლიათ  "ქართული ოცნების" შედეგებს ბეჭედი დაარტყათ" - უთხრა გიორგი სიორიძემ ცესკოს თავმჯდომარეს.

ცნობისათვის: ცესკოს სხდომა, რომლის დღის წესრიგში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამების საკითხი დგას, დაპირისპირებით დაიწყო.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც სიმბოლო არჩევნების გაყალბების.

დავით  კირთაძე დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა.

"შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და შავი ლაქა" - უთხრა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს. 

ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომა შეჩერებულია. 

ცესკო დღეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს - ოპოზიცია ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს