"4 ოქტომბერი ჩვენ, "ძლიერმა საქართველომ" შევაფასეთ ძალიან მკაფიოდ, როგორც პოლიტიკური უპასუხისმგებლობისა და ავანტიურის გამოხატულება. არ შეიძლება, ადამიანებს მიუძღოდე ისე, რომ არ გქონდეს გააზრებული გეგმა, არ შეიძლება ადამიანები გაწირო 9 წლიანი პოტენციური პატიმრობისთვის", - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა იმ პოლიტიკოსმა, რომელიც გეგმის გააზრების გარეშე მიუძღვებოდა ადამიანებს, პასუხი უნდა აგოს.
"ეს არის უპასუხისმგებლობის მწვერვალი და ყველა ის პოლიტიკოსმა, რომელიც უპასუხისმგებლოდ მოუწოდებდა ადამიანებს, უნდა აგოს ამაზე პასუხის", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.