მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გრეტა წიწავა, საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის წესით დაბარებას გამოეხმაურა.

"სამეგრელოში გვაქვს ერთი ასეთი გამოთქმა (მეგრულად მრავლისმთქმელია) "თოკით ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენო"...ხატია დეკანოიძის პარტია არის 7 ნოემბრიდან დაწყებული 26 მაისით გაგრძელებული სისხლად და სიკვდილად ქცეული აქციების ავტორი..... ახლა ესენი (ნაცები) ვახტანგ გომელაურს და მის უწყებას აქციის დაშლაზე დაყენებული ხმით ესაუბრებიან...." - წერს გრეტა წიწავა "ფეისბუკში".