ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან? თბილისში შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხული მოქალაქეების 59,1 %

„ძლიერი საქართველო ლელოს“ - 13,7%-იანი მხარდაჭერა აქვს

„გირჩს“ ნდობას უცხადებს 12,6%

„გახარია საქართველოსთვის“ 9,6%

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მოიპოვა 2,8 პროცენტიანი მხარდაჭერა

სხვა პარტიებმა კი ჯამურად მიიღეს 2,2 პროცენტი.

თბილისის მერის არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი კანდიდატებიდან? ეს იყო კიდევ ერთი კითხვა, რომელიც დაუსვეს რესპონდენტებს, შედეგები კი ასე გადანაწილდა:

კახა კალაძეს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს 66,5 პროცენტიანი მხარდაჭერა

ირაკლი კუპრაძეს „ძლიერი საქართველოდან“ - 13,5-პროცენტი

იაგო ხვიჩიას - „გირჩის“ კანდიდატს კი 13%

სხვა კანდიდატებს საერთო ჯამში გამოკითხულთა 7% უჭერს მხარს

გამოკითხვა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.