სადაც ხაბე პოლიტიკური ლიდერია, რაღა უნდა გაგვიკვირდეს?! თუმცა, კიკუ ვაშაძე მაინც სხვა დონეა, – ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს.

გოგა ხაინდრავა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მალულად ჩადიან ამერიკაში, ჯუანშერ ბურჭულაძის ლოიდ ოსტინთან ვიზიტის შესახებ საქართველოში არავინ ვიცოდით.

„სადაც ხაბე პოლიტიკური ლიდერია, რაღა უნდა გაგვიკვირდეს?! თუმცა, კიკუ ვაშაძე მაინც სხვა დონეა… – აშშ-სა და საქართველის თავდაცვის მინისტრები, ჩემგან ფარულად შეხვდნენ ვაშინგტონში ერთმანეთსო! – გაწყრა კიკუ. მე რომ მცოდნოდა, 300 მილიონ დოლარს მოვაცემინებდიო“, – წერს გოგა ხაინდრავა.