"ისევ არის პალატაშია. ადამიანს აქვს შავი ფერი, საწამლავი ისევ ორგანიზმში აქვს. ნევროლოგიური მდგომარეობაც ისევ იგივეა" - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკაში მყოფი მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დედამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ისევ არის პალატაში, არ მაქვს ინფორმაცია, რატომ არ გადაიყვანეს... ვიცი, რომ ადამიანს აქვს შავი ფერი აბსოლუტურად, ყველაფერი ჩავარდნილი, საწამლავი ისევ აქვს ორგანიზმში, ნევროლოგიური მდგომარეობა ისევ იგივეა, არაფერი არ დაძრულა. ახლა პროცესი იწყება, აპირებს ჩართვას, თუ მისცა ჯანმრთელობის მდგომარეობამ შესაძლებლობა. ყოველშემთხვევაში, თვითონ განწყობილია, რომ ჩაერთოს.
კითხვაზე, გუშინდელის შემდეგ ჰქონია თუ არა კომუნიკაცია ექიმებთან, რათა ვიცოდეთ საბოლოო პასუხი, იგეგმება თუ არ იგეგმება მისი რეანიმაციაში გადაყვანა, გიული ალასანიამ უპასუხა: "მე არავითარი ინფორმაცია არა მაქვს"- განაცხადა გიული ალასანიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე სხდომა 11:00 საათზე განახლდება.
ხოლო "7 ნოემბრის საქმეში" ბრალდებული ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი 15 თებერვლამდე გადაიდო.
სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ "დაიკითხებიან ცენტრ "ემპათიის" დარჩენილი ექსპერტები, ამით ფაქტობრივად ჩვენ ცენტრი "ემპათიის" მოწმეებს მოვრჩებით და კიდევ გვექნება გარკვეული შუამდგომლობების. პარასკევს თუ გადავიდა ერთი-ორი მოწმე, ფაქტობრივად ჩვენ ამ კვირაში დავამთავრებთ, რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს, მათაც ჰყავთ მოწმეების სამხარაულის ექსპერტები და კიდევ, მოსამართლემ თქვა, რომ იქნებ ამ კვირაშიო, მაგრამ რამდენად მოესწრება, ვნახოთ.