„საზოგადოების დიდ ნაწილს, მხარდამჭერები მყავს მხედველობაში და არა მხოლოდ, საკმაოდ პოზიტიურად ეჩვენა ეს ნაბიჯი. გარდა ამისა, ეს არის 2024 წელი, გადამწყვეტი წელი, არჩევნები მოდის და რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორც მაკონსოლიდირებელი ძალის, აქ არის გასათვალისწინებელი." - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

"გარდა ამისა, ოპოზიცია საკმაოდ მოშლილი, მორყეულია, დაპირისპირების რეჟიმში იმყოფება და ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით აგრესიული გახდება მათი ქმედებებიც, საბოტაჟიც უფრო დახვეწილ ფორმებს მიიღებს. რასაკვირველია, კვლავ ლიდერი, ჯგუფის, გუნდის შემქმნელი და ჩამომყალიბებელი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, წაადგება ამ საქმიანობას და მთლიანად საქართველოსთვისაც არ არის რამე გასაკვირი იმაში, რომ მმართველ გუნდს მეტი კონსოლიდაცია ჰქონდეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.