პრეზიდენტმა თანამდებობა არ უნდა გაუთავისუფლოს ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", რომ 5 წლით ქოც-ხმოსნებით აირჩიონ კიდევ ახალი პრეზიდენტი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ჩემი მოსაზრებაა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე პრეზიდენტის თანამდებობა არ უნდა გაუთავისუფლო „ქართულ ოცნებას", რადგან დღეს მოქმედი წესით მათ შეეძლებათ 5 წლის ვადით აირჩიონ მათთვის სასურველი პირი, კობახიძე ან ვიღაც.
ამიტომ არის საპარლამენტო არჩევნები, რომ ვისაც მანდატს მისცემს ხალხი, მათ აირჩიონ უკვე აპოლიტიკური პრეზიდენტი შემდეგი 5 წლის ვადით.
პრეზიდენტის როლს, რაც ეხება, თუ მას მართლა უნდა ფუნქცია შეასრულოს, შეეცადოს მეტ-ნაკლებად მაინც გაჯანსაღებული იყოს პოლიტიკური გარემო. აქ ვხედავ მე პრეზიდენტის როლს", - განაცხადა ვაშაძემ.