ივანიშვილი ძალიან მომთმენი, გამჭრიახი კაცია, შეუძლია მოითმინოს და სტრატეგიულად დაგეგმოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

„ივანიშვილი ძალიან მომთმენი კაცია, გამჭრიახი, შეუძლია მოითმინოს და სტრატეგიულად დაგეგმოს. ჩვენ, ვინც ვიყავით 2012 წელს, დღევანდელი პერსონაჟები კი არა, ვინც ვიყავით იქა, ყველა ფაქტობრივად პროდასავლურები ვიყავით, ვინც პოლიტსაბჭოში ვიჯექით და ვგეგმავდით ცვლილებებს. პირველი პარლამენტი, მიუხედავად იმისა, რომ მე პიროვნული დაპირისპირება მქონდა, ფაქტობრივად პროდასავლური იყო. გავიხსენოთ ალასანია, უსუფაშვილი, კვირიკაშვილი... წარმოგიდგენიათ, რა ტექსტითაც დღეს ეს ხალხი ლაპარაკობს, ამისი მეასედი რომ თქმულიყო 2013, 2015, 2016 წლებში... წარმოუდგენელია, როდესაც გლობალური ომის პარტიას ებრძვიან დასავლეთში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.