არა მგონია, „ქართული ოცნებამ“ ეს კანონი გაიწვიოს, მიიღებს კანონს და მიიღებს პასუხსაც, პასუხი იქნება მათი მოშორება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველაფერი ბუნებრივად ვითარდება. ამ პროცესის უკან დგას ის, რაც ჩვენმა მშობლებმა, ქართულმა ისტორიამ ჩადო ჩვენში.

ჩვენ თავისუფლების მოყვარე ერი ვართ. ერი, რომელიც თავის თავს ხედავს არა მონობაში, არამედ თავისუფლებაში და ეს თავისუფლება ევროპაშია. ჩვენ ვერ მივიღებთ რუსულ მონობას.

არამგონია, რომ „ქართული ოცნება” გაიწვევს ამ კანონს, არამედ მიიღებს. მიიღებს კანონს და მიიღებს პასუხსაც. პასუხი იქნება მათი მოშორება, რუსული ძალის მოშორება“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.