ოპოზიციის „შეცდომები“განპირობებულია იმ ვერცხლის ჩხრიალით, რომელიც ოლიგარქის სალაროდან მოდის - ამის სესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„არ უნდა ითამაშო იმ თამაშის წესებით, რასაც ოლიგარქი გვთავაზობს. სამწუხაროდ, ოპოზიცია ეს წლები ამ წესებით თამაშობს, იქმნის ილუზიას, ან უფრო სწორად, ხშირ შემთხვევაში ეს შეცდომები, რომელიც დანაშაულის ტოლფასია განპირობებულია იმ ვერცხლის ჩხრიალით, რომელიც ოლიგარქის სალაროდან მოდის. ხშირ შემთხვევაში, ოპოზიციად წოდებული გარკვეული ნაწილი არის შეთამაშებული და ეს უანგაროდ არ ხდება, ამის გამოა სწორედ ასეთ დღეში რომ ვართ და ამას კარგად გრძნობს საზოგადოება. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში ფულს ასხამს ივანიშვილი და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. თქვენ გგონიათ იმ ერთობის დარღვევა, რომელიც ცნობილი არის შალვა ნათელაშვილის ფანჩატურის სახელით, გგონიათ ეს მხოლოდ ლამაზი თვალების გამო მოხდა? იქ გარკვეული როლი, გარკვეულმა ფინანსებმა ითამაშა. ეს ჩვენთვის ცნობილია“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.