ღირსეული პასუხი, როგორც მინიმუმ ასეთი არამეგობრული ნაბიჯისათვის. წარმოდგენილი გაქვთ, არა მინისტრი, არამედ ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე ან უბრალო მოქალაქე, რომ ჰელსინკში, საპროტესტოდ შეკრებილი მცირე (თუნდაც მრავალრიცხოვანი იყოს) ადამიანების ჯგუფთან მივიდეს და ფინეთის შიდა საქმეებში ჩარევა დაიწყოს და ხელისუფლება გააკრიტიკოს? შედეგი იქნება იმაზე უარესი, ვიდრე ნებისმიერ თქვენთაგანს წარმოუდგენია" - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
"აი ამას მიაჩვიეს, ეშმაკმა უწყის ვისმა ვასალებმა ედიკამ და მიშამ ეს ხალხი... ოღონდ გარეთ გული მოეგოთ და შიგნით ძალაუფლება შეენარჩუნებინათ და ქვეყნის ინტერესებს, ვისაც არ ეზარებოდა, ყველას ათელინებდნენ. აღარ გამოვა ეგრე, შეიგნოს ყველამ, დაიხურა "ლავკა" და ეს სახელმწიფოა.” - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა