პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ლელოს“ მხრიდან ერთ-ერთი პირობა იყო, თავად გახარია არ ყოფილიყო საარჩევნო სიაში. გახარიას თქმით, იგი ამ პუნქტს დათანხმდა.
"ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, რომ მაგალითად გახარია არ უნდა იყოს სიაში. მიუხედავად იმისა რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა მე დამიცვა, ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე დავთანხმდი ამას. მე მარტო არ ვარ, მე არასოდეს არ ვამბობ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ვარ მარტო მე. ჩემს უკან უზარმაზარი გუნდია და თქვენ თუ დააკვირდებით, სხვა ბევრი პარტიისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი არის ძალიან მდგრადი. დაახლოებით 10 წელი ჩვენ ერთად ვშრომობთ, ჩვენ ეს შრომა დავიწყეთ „ოცნებიდან“ მათ შორის, შემდგომ ეკონომიკის სამინისტროში ვიყავით, შემდეგ შსს, მერე უკვე მთავრობა.
დამჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა და ბევრი ვერ დავარწმუნე. მე ამ ადამიანებს ვესაუბრებოდი, რომ მეგობრებო თქვენ შეიძლება მოგიწიოთ სიაში წასვლა, სადაც მე ვერ ვიქნები და ბევრმა უარი თქვა. ზოგი ადამიანი ამაზე წინააღმდეგი იყო. ასეთ გადაწყვეტილებებს მომზადება სჭირდება. მაშინ, როდესაც ადამიანები უკვე საბუთებს აგროვებენ, ეს პროცესი დაწყებულია, ჩვენი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებისთვის წერტილის დასმა განსაზღვრული იყო არამხოლოდ იმ წინააღმდეგობებით, რომელიც მოლაპარაკებაში იყო, არამედ ვადებითაც. ახლა ამას მეორე მხარე რატომღაც არ ამბობს, რადგან მათ ჰგონიათ რომ მედიის წნეხის გაზრდით კარგ შედეგებს მიაღწევენ, ვერ მიაღწევენ, შეიძლება ყველანი დავზიანდეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.