დარწმუნებული ვარ, რომ მე დღეს ბევრად უფრო მეტი სარგებელი მომაქვს ქვეყნისთვის აქ, ოპოზიციაში, ვიდრე რომ დავრჩენილიყავი მაშინ მთავრობაში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მე მომსახურე პერსონალი ვერ გავხდებოდი, ეს ვერასოდეს ვერ იქნებოდა, ჩემი საქმიანობის მიზანი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ მე დღეს ბევრად უფრო მეტი სარგებელი მომაქვს ქვეყნისთვის აქ, ოპოზიციაში, ვიდრე რომ დავრჩენილიყავი მაშინ მთავრობაში, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს შესაძლებელი იყო ისეთი კომპრომისების ხარჯზე, რომ იქ ყველანაირი ფასეულობა და ღირსება იქნებოდა გადახაზული. სამწუხაროდ, შეხედეთ, დღეს ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს",- განაცხადა გიორგი გახარიამ.