ჩემი მხარდაჭერა ახალგაზრდა ლექტორებს, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია კეკელიძის ქუჩაზე მარინა ხატიაშვილის გამოსახლებასთნ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შედეგად დაკავებულ თსუ ლექტორების გათავისუფლებას ითხოვს.
"ჩემი მხარდაჭერა ახალგაზრდა ლექტორებს, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას.
ისინი დღეს საპატიმროში არიან იმ უსამართლობის გამო, რაც ქვეყანაში ხდება.
იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამას გაითვალისწინებს და ეს ადამიანები, რაც შეიძლება მალე, დაუბრუნდებიან კვლევით საქმიანობას და სტუდენტებს"- წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.