“ოცნებაში”, ფაქტია, რომ მაშინდელი ჭეშმარიტი ანტი „ნაცებისგან“ და „ოცნებისტებისგან“ არავინ აღარ დარჩა, ახლა რომ შეხედოთ, 70% პორტირებული ხალხია. საბოლოო ჯამში, როდესაც „ოცნებას“ არა აქვს რესურსი, შესთავაზოს საზოგადოებას პოზიტიური დღის წესრიგი, „ოცნება“ გადადის საზოგადოების დაშინებაზე ომით და მიშა სააკაშვილით, ამის ირგვლივ ტრიალებს დღეს “ოცნება” მაშინ, როდესაც ჩვენ გვიგზავნიან ზონდერებს, ჯერ ერთი, იმ ზონდერებმა ვინ უნდა შეაშინონ? სასაცილოა ეს ყველაფერი, ღიმილის მომგვრელია. - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემაში "გახარიას კვირა".
"მაშინ, როდესაც გვიგზავნიან ყოფილ „ნაცებს“, ვიღაცა ნასვამი, ვიღაცა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ვიღაცა ნათესავი, ამ ყველაფრის პარალელურად, სააკაშვილს სასამართლო დარბაზიდან უქმნიან ყველანაირ პირობას, რომ მან აწარმოოს საარჩევნო კამპანია.
მაგალითად, როდესაც მიშა სააკაშვილი სასამართლოდან აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, მოსამართლეს კითხვა არ უჩნდება, რატომ ლაპარაკობს ის ყველაფერზე, გარდა იმ კითხვებისა, რომელსაც უნდა უპასუხოს, პროკურორიც არ აწყვეტინებს.
საბოლოო ჯამში, ასე იქმნება დაშინების მანქანა, ეხლა კიდევ რაღაც გადაწყვეტილებები მიუღიათ ახალ თუ ძველ საქმეებზე, გააქტიურეს ეს სცენარი, ნუ, არჩევნებთან ახლოს მივდივართ და ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ რაღა დარჩა “ოცნებას”?!
“ოცნებას” დარჩა გამოიყენოს ეს პორტირებული “ნაცები“, ამათი ძველი ცოდნები, გამოცდილება და პროფესიონალიზი, როგორ იქცეოდნენ ისინი 2012 წლამდე და იგივეს აკეთებენ დღეს.
უბრალოდ, ცუდის გაკეთებაშიც უვარგისები არიან და ამათგან კარგს რას უნდა ელოდო?!
მე ვფიქრობ, რომ შიშია, ეს არის შიში. რა უნდა ქნან, სხვა საშუალება რომ არ აქვთ, ხომ არ შეუძლიათ შინაარსობრივად რაღაც კამათში შემოვიდნენ.
დიდი ხანია ვამბობ, რომ დაბრძანდით და ვიდებატოთ საპატიო თავმჯდომარევ!
ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, უბრალოდ, გული მწყდება და მეცოდებიან ის ადამიანები, ვისაც ასეთ მდგომარეობაში აგდებენ. ყველაზე ცუდი არის ის, თუ როგორ ექცევა “ოცნება”თავისივე მომხრეებს, თავისივე პარტიის წევრებს, სად აგზავნის, რა დავალებებს აძლევს? წარმოუდგენელია ეს ყველაფერი, არ სცემენ პატივს თავისივე პარტიის წევრებს.
პატივს სცემენ ფულს, თანამდებობას, კორუფციას!" - განაცხადა გიორგი გახარიამ.