მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ, მაგრამ ამას შესაბამისი მწარე რეაქცია მოჰყვება - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

„შეიძლება გადაიყვანონ, მაგრამ ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვება, არა მხოლოდ ჩემი და ქართველი ერის, რომელსაც მოუწოდა უკვე აშშ-ის პრეზიდენტმა, გააკეთოს თავის გასაკეთებელი, არამედ მოჰყვება ევროპის და აშშ-ს ძალიან მწარე რეაქცია. თუ პრეზიდენტის ჯანმრთელობა საშუალებას იძლევა, რომ ციხეში იყოს, მას ერთი წუთი არ დატოვებდნენ. ქალბატონმა გიულიმ დღეს ძალიან მძიმე ფაქტებით ისაუბრა - კინაღამ დაიხრჩო ერთ-ერთი სამედიცინო პროცედურის დროს. ის, რომ კარგად იყოს, თქვენ რა ეჭვი გეპარებათ, რომ იმწუთასვე არ გადაიყვანდნენ?“ - ამბობს ჩალაძე.