„ათი დღის განმავლობაში მთელი საქართველო მოვიარეთ .პირადად ჩემთვის ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახეთ. დღეს ვართ თელავში ,დღეს მთელი დღის განმავლობაში ვიყავით კახეთის სხვადასხვა რაიონში ,სადაც ვხვდებით ჩვენს თანამებრძოლებს, ადამიანებს, რომლებმაც არაერთი წელი გაატარეს ჩვენთან ერთად ბრძოლაში იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც აღარიბებს არა მხოლოდ კახეთის მოსახლეობას, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
"ამიტომ, დღეს გვექნება ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე საუბარი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მის ჩართულობაზე “ნაციონალური მოძრაობის “ საქმიანობაში , "გამარჯვების კოალიციის" ფარგლებში ,ჩვენ სამომავლო გეგმებზე და, რა თქმა უნდა, იმ გამარჯვებაზე, რომელი გამარჯვებაც იქნება გარდაუვალი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა