რუსქოცებო, თქვე მართლა სამშობლოს მოღალატე კრიმინალებო, რუსეთის გარდა რომელი “უცხო ქვეყანა” არის, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ “მტრულ საქმიანობას” ახორციელებს, არ იტყვით? 
რუსეთის მონებო, თქვენთვის ახლა უკვე  გაცხადებულად, საქართველოს ყველა  ნამდვილი მეგობარი მტერია, რადგან თქვენ ხართ რუსეთი და რუსეთის მეხუთე კოლონა, ვინც უკანონოდ დაეუფლეთ საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მტრობთ და ღალატობთ! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"ამ 13 წლის განმავლობაში, ყოველთვის,  ყველგან, საქართველოშიც და  მთელს მსოფლიოში,   საჯაროდ  გამხელდით და გამხელთ სანამ პირში სული მიდგას და იცოდეთ, თქვენი არავის ეშინია!
 მალე მოვესწრებით რაც დღეს ლაჩრულად და მამაძაღლურად პრეზიდენტ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, ზურა გირჩი ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (ყველას სოლიდარობა) ბრალი წაუყენეთ, ზუსტად მაგ მუხლებით და ასევე ხელისუფლების უკანონოდ მიტაცებისა და ქვეყნის გაძარცვა განადგურებისთვისაც,  მოგიწევთ, სამართლიანი სასამართლოს წინაშე,  პასუხისგება! 
სოლიდარობა და თანადგომა მიშასა და მოღალატე კრიმინალთა, რუსული ბანდის სხვა ყველა პოლიტიკურ პატიმარს! 
არა მოღალატეთა რუსულ რეჟიმს! 
ძალა ერთობაშია! 
საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!" - წერს გიორგი ბარამიძე "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ