როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში სწორედ ტელეკომპანია იმედია. ისევე როგორც მეტ წილად ჩვენს მიერ წარმოებულმა არასწორმა მედია პოლიტიკამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში. ისევე როგორც მემარცხენე მედიის გიჟურმა ისტერიამ დააბრუნა ტრამპი ოვალურ ოფისში. მაგალითები უმარავია და შორს წაგვიყვანს.  - ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

"ვერცერთი პოლიციელი ვერ გაბედავს მოქალქისთვის ცხვირ პირის დამტვრევას, მოსამართლე თეთრზე შავის თქმას, ბიუროკრატი - უსისხლძარღვო უტიფრობას, სახლში მისულს იმედისმაგვარი რომ არ ეგულებოდეს, სადაც ჩართავს და დაინახავს მისი უკანონობის გაპრავებას და მისგან დაჩაგრული ადამიანის კიდევ უფრო გათელვას. 
ენით [სიტყვით] დაკოდილი - გაგიგიათ ალბათ გამოთქმა. რომ არა ხელისუფლების ხელში ასეთი კოლექტიური იმედი, ძალაუფლების ერთ ხელში თავმოყრა ვერ მოხერხდებოდა. საზოგადოების პოლარიზაციას ძლაუფლების ხელში მედიის პროპაგანდის იარაღად ქცევა იწვევს. როცა ეს ძალაუფლება ემხობა სწორედ რომ მისგან რადიკალურად დაპირისპირებული მეორე პოლუსი იღებს ძალაუფლებას.   დიახ, ასეა თუ ქოცი დაემხო ნაცი მოვა ხელისუფლებაში.

ნაცი არა აუცილებლად პარტიული გაგებით ან კონკრეტული ადამიანებით, ვინც ამ პარტიას განვასახიერებთ, არამედ როგორც არსებული რეჟიმის აბსოლუტურად საპირისპირო, თუნდაც სხვა სახელით და სახეებით. აქ მე არ ვსაუბრობ რაა კარგი და რა ცუდი. და არც ტოლობის ნიშანს ვსვავ. ვსაუბრობ მოვლენების განვითარების კანონზომიერებაზე. ივანიშვილზე საშინელება ვერ მოვა, რადგან ივანიშვილი რუსია. ივანიშვილს მოვიშორებთ, მაგრამ ინფორმაციული მოწამლვის პრობლემა კვლავ იარსებებს
ეს ყველაფერი ირაკლი რუხაძემ და სხვებმა, ვინც დღეს ივანიშვილის რეჟიმის ატლანტებს წარმოადგენენ კარგად იციან.

ზოგი ტვინით ხვდება, ზოგიც კანით გრძნობს. უბრალოდ, ისინი ტუტსის ტომის ლოგიკით ცხოვრობენ. ბოროტებაა, როცა შენ გაოხრებენ, სიკეთე - როცა შენ აოხრებ. აი ამ ტრაიბალიატური ინსტიქტის ძრავია იმედი

💬 „მე ახლა რასაც ვიტყვი, ამას ვერ დავამტკიცებ მათემატიკურად და შეიძლება, არც არის მართალი, მაგრამ მე სულ ვიძახი, რომ ნაციონალური მოძრაობა რომ არ იყოს, მე ჩაციკლული ვარ ნაციონალურ მოძრაობაზე, იმედი სხვანაირი იქნებოდა და მაშინ მე ნაკლებად მექნებოდა პრობლემა ალბათ შენახვისაც და ალბათ, გადაცემისაც ვინმესთვის“" - წერს გიგი უგილავა "ფეისბუკში".