"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტი, საქართველოს თავისუფლებისთვის და მომავლისთვის ბრძოლა ქვემოდან ზემოთ წამოსული პროცესია, რომელიც აქტივისტებს, სამოქალაქო ჯგუფებსა და ახალგაზრდებს მიჰყავთ.
„ამ ჯგუფებმა გამოაცხადეს 11 მაისი, 19:00 საათი დიდი შეკრების დღედ რუსთაველზე და ყველა ჩვენგანის, განსაკუთრებით, პოლიტიკოსების ვალია, რომ ამ მოწოდებას გავყვევთ და მონაწილეობა მივიღოთ.
რაც მთავარია, საზოგადოებასთან ერთად უნდა ვიყოთ მზად განგრძობადი მზარდი პროტესტისთვის. ამ პროტესტმა უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი ისე, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ“ - თქვა გიგა ბოკერიამ