გიორგი გახარიასთვის სამყარო „ნაცებად“ და „ქოცებად“ იყოფა და განსაზღვრავს ამას მხოლოდ წარსულით, არა ფასეულობებით. თვითონ ივანიშვილის რეჟიმთან რომ იყო აპელირებული, ამაზე ლაპარაკი არ უყვარს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„გიორგი გახარიასთან მზად ვიქნებოდით გვესაუბრა, რომ არ ვიცოდეთ მისი პოზიცია. ბატონი გახარიას გზავნილი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ „ქოცური“ არის და ვგულისხმობ რას - მის გზავნილებს, რომ „ნაცებად“ და „ქოცებად“ იყოფა სამყარო და განსაზღვრავს ამას მხოლოდ წარსულით, არა ფასეულობებით, არა არჩევანით და ისევ აგრძელებს იგივე გზავნილებს, რომ ესენი ყველა „ნაცები“ არიან და ეს მისთვის კომპრომატია. თვითონ რომ იყო ივანიშვილის რეჟიმთან აპელირებული და ამაზე ლაპარაკი არ უყვარს, არც იმის აღიარება უნდა, რომ ოლიგარქიული მმართველობა იყო როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო და არც ამის გააზრება, არც ამაზე საუბარი, მხოლოდ ტალახის სროლა იქითკენ. თუ ეს შეიცვლება... ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.