ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ქართული ოცნების მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმაურება.
ბოკერია აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება ამ ისტორიული მომენტის გამოყენების ნაცვლად, სამარცხვინო მასკარედით არის დაკავებული. "იმაზე სპეკულირება, ზუსტად რაზეა გათვლილი ივანიშვილის რეჟიმის ეს ნაბიჯი არაფრის მომტანია.
“მთავარი დასკვნა, რაც აქამდეც უნდა გამოგვეტანა და ახლაც არის, რომ რეჟიმი, რომელიც ამ ისტორიულ მომენტში, საქართველოს NATO-ში წევრობისა და ევროკავშირთან დაახლოების საქმეში სრული ენერგიის და კონცენტრაციის ჩადების ნაცვლად, დაკავებულია სამარცხვინო მასკარადით, რაც ახლა შემოგვთავაზეს, არის გასაშვები. ამათი გაშვების გარეშე ჩვენი ისტორიული მისიის შესრულებისა და დაცულ, თავისუფალ ქვეყნად საქართველოს შედგომის შანსი არის ნულის ტოლი".- ამბობს გიგა ბოკერია.