"პირდაპირი ფრენებით, თუ პირდაპირი ფრენების გარეშე მტრული სახელმწიფოს, რუსეთის დიდი რაოდენობით მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში ყოველგვარი ფილტრის გარეშე ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის არის საფრთხე, მათ შორის, იმიტომაც როგორც ცდილობს რუსეთი დააორგანიზოს სანქციებისთვის გვერდის ავლა“ - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ანდრეი კასიანოვის განცხადებას
"ამას გარდა, მოტივი რის გამოც, პუტინის რეჟიმი ლავროვის პირით აქებს ივანიშვილის რეჟიმს და ახალისებს ამ ფრენების აღდგენით, არის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მტრული მოტივი, ანუ საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას მიესალმებიან, საქართველოს დაუცველად დატოვებას იმავე რუსეთისგან მიესალმებიან და ამის წახალისებას ახდენენ.
ნებისმიერი საკითხი, სადაც საქართველო გამოჩნდება უკრაინის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში, დასავლეთთან დაპირისიპირებაში მორალური ზიანის გარდა, ჩვენთვის პრაგმატულად საზიანოა, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, დღეს, ხვალ და უახლოეს მომავალში"- განაცხადა გიგა ბოკერიამ
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“.