გიორგი ვაშაძემ და ელენე ხოშტარიამ ვირეშმაკული პოზიცია წარმოადგინეს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე დადიან და მსოფლიოს ეხვეწებიან, საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი მისცენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

 მისი თქმით, ევროსტრუქტურები იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც სამართლიანი იქნება.

„თურმე ყველაფერი მთავრობისთვის – არა და ხალხისთვის უნდათ, რაც არის სამართლებრივად არასწორი პოზიცია და დარწმუნებული ვარ, მათ არანაირი ინტერესი ამ თემაზე არ გააჩნიათ. ევროსტრუქტურები იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც სამართლიანი იქნება და 12 რეკომენდაციის შესაბამისი. რასაც ვაშაძე და ხოშტარია ესწრაფვიან, ეს არის ზედაპირზე – პოლიტიკური თამაში უიღბლო პოლიტიკური კარიერის შენარჩუნების მიზნით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.