"საქართველოს რეიტინგები პოლიტიკური, ეკონომიკური, მართლმსაჯულების, მართვის ეფექტურობის და სოციალური მიმართულებებით საუკეთესოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ და რეგიონის ქვეყნებს შორის", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს:
"პრობლემები ბევრია, მათი დაძლევის პერსპექტივის საფუძვლიან იმედს იძლევა ბოლო კვლევების მაჩვენებლები. საქართველოს რეიტინგები პოლიტიკური, ეკონომიკური, მართლმსაჯულების, მართვის ეფექტურობის და სოციალური მიმართულებებით საუკეთესოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ და რეგიონის ქვეყნებს შორის, ამასთანავე ზოგიერთი მონაცემით წინ უსწრებს არაერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას
აღნიშნული კვლევები ჩაატარა ისეთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიც არის:
➢ World Bank Group
➢ ესპანურმა ინსტიტუტმა „Coordenadas de Gobernanza y Economia Aplicada”
➢ “The heritage foundation”
➢ Transparency International
➢ აზიის განვითარების ბანკი (ADB)
➢ “Atlantic Council”
➢ “UNDP”
➢ გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორია“
➢ ოქსფორდის უნივერსიტეტი
➢ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-dem, შვედეთი, გიოტებორგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტი),
➢ “Frazer Institute”
➢ „მართლმსაჯულების მსოფლიო პროექტი“
➢ International Budget Partnership
ეს ყველაფერი აშკარა, უწყვეტი, გააფთრებული ხელშეშლის მიუხედავად."- წერს გია ვოლსკი.