გახარიას მოთხოვნა იყო, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი სასწრაფოდ მოგვეხსნა. ეს როცა მოხდა და და მისი დაკავების აუცილებლობა იყო, გახარიამ უარი თქვა, თან იმ ფონზე, როცა ინტენსიური განცხადებები ვრცელდებოდა, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, ხოლო „ნაცმოძრაობის“ შტაბბინა ციხე-სიმაგრედ იქცეს, საიდანაც რევოლუციური პროცესები უნდა განვითარდესო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„პოლიციელები საათობით იდგნენ და ბრუტალურ შეტევას, დამცირებას უძლებდნენ. მაშინ სახელმწიფოს დამცირების ტოლფასი პროცესები მიმდინარეობდა. საპასუხო ზომების მიღებისას არაერთი გადაცდომა იყო დაშვებული, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს. კონკრეტულ საკითხებზე კითხვებია. თემებია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში იმ დასკვნების გაკეთებას ითხოვს, რომელიც მხოლოდ შედეგებიდან გამომდინარეობს. მისი მოთხოვნა იყო, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი სასწრაფოდ მოგვეხსნა. ამას საკმაოდ მკაცრად ითხოვდა. ეს როცა მოხდა და მისი დაკავების აუცილებლობა იყო, გიორგი გახარიამ უარი თქვა, თან იმ ფონზე, როცა ინტენსიური განცხადებები ვრცელდებოდა, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, ხოლო „ნაცმოძრაობის“ შტაბბინა ციხე-სიმაგრედ იქცეს, საიდანაც რევოლუციური პროცესები უნდა განვითარდესო. ასეთ ვითარებაში უმოქმედობა გამართლებული არ არის. მით უმეტეს, თანამდებობიდან გადადგომა შეიძლება, ერთადერთ მიზანს ემსახურებოდეს, რომ სააკაშვილის მონაწილეობით დესტაბილიზაციის პროცესი განვითარებულიყო. ასე თუ არ მოხდა, მისი დამსახურება არ არის, პირიქით, ჩანს, რომ ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. ახლა უნდა შეფასდეს, ეს ყველაფერი განზრახ იყო გაკეთებული, თუ ის შეცდომა იყო, რასაც შეიძლება, საკმაოდ მძიმე, შეუქცევადი პროცესები მოჰყოლოდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.