არ მგონია, რომელიმე თავმოყვარე პოლიტიკოსი, პარტია ლევან ხაბეიშვილის დაძახილზე “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიცუნცულდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ხაბეიშვილსა და “მის პატრონებს“ მხოლოდ რევოლუციური გეგმები გააჩნიათ.

„თავად უნდა წარმოადგენდეს რამეს - უნდა გქონდეს პროგრამა, უნდა გქონდეს რესურსი, ინტელექტი, ხედვა და არ უნდა იყო იმ ადამიანების ჭაობში ჩაფლული, რომელთაც ათასობით ოჯახის მიმართ საკმაოდ დიდი ცოდვები აწევთ.

პარტია, რომელსაც დავით კეზერაშვილი აფინანსებს და რომლის იდეოლოგი არის ვანო მერაბიშვილი, იგივე ამპლუაში დაბრუნდება სურს - ის იგივეს გააკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.