გია ცაგარეიშვილმა საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული უკრაინელი პოლიტიკოსების ნაწილის განცხადებები კიდევ ერთხელ შეაფასა. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.
„ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ სამიზნედ აირჩიონ საქართველო და მისი ხელისუფლება, არადა მე ვფიქრობ კი არა, დარწმუნებული ვარ, მათი სამიზნე რუსეთის ფედერაცია და ის ხელისუფლებაა, რომელიც უკრაინის განადგურებას ლამობს და ჩვენ სიკეთის მეტი არაფერი გვინდა ამ ადამიანებისთვის. არავითარი სხვა ინტერესი ჩვენ არ გვამოძრავებს, გარდა უკრაინის გამარჯვებისა, ტერიტორიული მთლიანობისა და მათი წარმატებისა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
მან კომენტარი ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციებზეც გააკეთა.
„ფარამ გამოამზეურა დოკუმენტია და აღმოჩნდა, რომ თურმე ევროპარლამენტის მიერ მიღებული ორი რეზოლუცია, სადაც კრიმინალი სააკაშვილის ლამის პოლიტპატიმრად შემირაცხეს, ყოფილა პირდაპირ ლობისტური კომპანიების მიერ დაწერილი, შექმნილი და დაფინანსებული. ამ პროექტების ევროპარლამენტში გათრევაში მონაწილეობს ბატონი კუბილიუსი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის გადამკვდარი ფანი“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი.