არ ვარ გახარიას პარტიის წევრი, არც მხარდამჭერი - ჩემი ფუნქციაა აღვწერო ჩემი თვალით დანახული რეალობა, რაც არ უნდა მწარე მოსასმენი იყოს,- ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დიდი დიდკუსია და აღშფოთება გამოიწვია ჩემეულმა ვერსიამ გახარიას რეიტინგის მზარდი დინამიკის თაობაზე.
მე არ ვარ გახარიას პარტიის წევრი და თუნდაც მხარდამჭერი. უფრო მეტიც, ვმეგობრობ და ვთანამშრომლობ მამუკასთან და ბადრისთან არაპარტიულ ფორმატში.
უბრალოდ, ჩემი ფუნქცია არ არის ვიღაცის გაპიარება, ან ლანძღვა საკუთარი გემოვნებით.
ჩემი ფუნქციაა აღვწერო ჩემი თვალით დანახული რეალობა, რაც არ უნდა მწარე მოსასმენი იყოს ეს.
მეხოტბეებით და დამგინებლებით შორს ვერ წავალთ….“,- წერს ხუხაშვილი.
ინფორმაციისთვის, გია ხუხაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „რატომ გახარია? - ის არის ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი, საკმაოდ კომპეტენტური გუნდით, რომელიც თანაბრად არის დისტანცირებული ნაცებისგან და ქოცებისგან“.