ნიკა მელიამ დაიდოს გულზე ხელი და თქვას, დღეს მას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გული შესტკივა? ახლა მაინც მოიქცეს პატიოსნად. ნიკას მე გვერდში ვედექი. 2021 წელს რაღაცა რომ მოხდა, ის დღეს გაიგო? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა  ამავე პარტიის წევრის ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ მას "ნაციონალურ მოძრაობაზე" გული არ შესტკივა.

„ნიკა მელიამ დაიდოს გულზე ხელი და თქვას, დღეს მას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გული შესტკივა? ახლა მაინც მოიქცეს პატიოსნად. ნიკას მე გვერდში ვედექი. 2021 წელს რაღაცა რომ მოხდა, ის დღეს გაიგო? პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო და მერე პარტიის თავმჯდომარე იყო.

თუ სიმართლის მოყვარულია, უკაცრავად მაგრამ მაშინ სად იყო? მე მაინტერესებს ის, რაზედაც გუშინ ილაპარაკა, ახლა გაიგო? როგორც ჩანს მაშინ გაიგო, თუ ჭურში იჯდა თავმჯდომარე როცა იყო? მაშინ რატომ არ ამოიღო ხმა? მაშინ დათო კეზერაშვილი ცუდი იყო როცა პარტიას ეხმარებოდა?

მაშინ როცა ნიკა აირჩა პარტიის თავმჯდომარედ, მთელი კონფიგურაცია შეიცვალა. მე მაშინ არავის არ დავუჭირე მხარი. როდესაც კეზერაშვილმა დაიწყო ჩვენთან თანამშრომლობა და დახმარება, სამდივნოს კონფიგურაცია შეიცვალა, ვიყავი მდივანი თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში და ეს თანამდებობა საერთოდ გაუქმდა.

ახლა რომ ლაპარაკობ კეზერაშვილი მიუღებელიაო, ახლა გახდა მიუღებელი? გია ბარამიძის გაგდებაზე ყაბულს იყავი ანუ ეს წითელი ხაზი არ იყო ანუ შენ დააწესე, როდის არის კეზერაშვილი მისაღები და როდის არა? ეგ როგორ არის ჩემო ძმაო ნიკა?“ - განაცხადა გია ბარამიძემ. 

გია ბარამიძის განცხადებებს ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: ნიკა მელია გია ბარამიძეზე: სამარცხვინოა, როგორ იქცა ყველაფერ იმად რასაც ებრძოდა - ვუთხარი ერთხელ დამპალი და დაჭიანებული დროშის ტარი შეგრჩება ხელშითქო