"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძე პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას ვიდეო ჩანაწერს ეხმაურება, რომელიც სოციალურ წსელში გავრცელდა:
"მინდა ყველამ მკაფიოდ იცოდეს ჩემი აზრი, რომ ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ “კაგებეშნიკად”, ვინც ამას დღეს აკეთებს, არის ტრივიალური პუტინისტი ქოცი.
შესაბამისად იმედი მაქვს და მჯერა, რომ ენმ არცერთი სერიოზული ლიდერი, ამგვარ ჩანაწერებს, არავის წინააღმდეგ, მით უფრო კი გუნდის შიგნით, რაც არ უნდა ხდებოდეს, (ერთმანეთის საწინააღმდეგოდ), კონკურენციაში თუ პაექრობისას არასდროს არ გამოიყენებს.
დიდება საწართველოს!
#თავისუფლებამიშას და ნიკას!
Slava Ukrayni!🇬🇪❤️🇺🇦❤️🇪🇺❤️🇺🇸✊" წერს გია ბარამიძე.
პ.ს. სოციალურ ქსელში "ფეისბუკი" გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს. ჩანაწერი 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდით არის დათარიღებული. "აიპრესი" არ ავრცელებს ვიდეო ჩანაწერს, რადგან მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.