საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიით არჩეული პარლამენტის გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლე პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა კომიტეტის დასკვნის პროექტი წარადგინა. პროექტის თანახმადაც, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მოწოდებული დოკუმენტაცია განიხილა და მიზანშეწონილად მიიჩნია, პარლამენტმა გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნოს.

კომიტეტმა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიით არჩეული პარლამენტის გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლე დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.