პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი მიესალმება ქვეყნის  მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ.

„მიგვაჩნია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს იმ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, რომელიც დამყარდა საქართველო-ჩინეთს შორის.

ეს იქნება „ერთი  გზა- ერთი სარტყელისა“ და „შუა დერეფნის“ უმნიშვნელოვანესი  პროექტების განხორციელებისთვის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც ორი ქვეყნის მომავალი ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის  საწინდარი გახდება.

ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ჩინური ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ფერხდებოდა სხვადასხვა არასწორი პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე“. ნათქვამია პარტიის განცხდებაში