უკვე თვეებია, ევროპარლამენტი აღელვებულია, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ აირჩიეს მთავრობა, რომელსაც ევროკავშირი გეგმავდა და ფიქრობენ, როგორ დასაჯონ ქართველები ამის გამო, – ამის შესახებ „ევროპის სუვერენული ერების ჯგუფის“ წარმომადგენელმა, გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ჰანს ნოიჰოფმა საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ანგარიში არის „ცოდვების კატალოგი“, მასში შესული მოთხოვნები ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას და არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ მთავრობამ ქვეყანა აარიდა ორ ბლოკს შორის კონფლიქტს.

„ევროპარლამენტს უყვარს საკუთარი თავის წარმოჩენა მორალურ ინსტიტუტად, მოსამართლედ, რომელიც პოლიტიკაში ბოროტსა და კეთილს არჩევს. უკვე თვეებია, ევროპარლამენტი აღელვებულია იმ ფაქტით, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ აირჩიეს მთავრობა, რომელსაც ევროკავშირი გეგმავდა. თვეების განმავლობაში ევროპარლამენტის კომიტეტები და უწყებები ფიქრობენ, როგორ დასაჯონ ქართველები ამის გამო. შემდეგ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე. ეს ანგარიში საქართველოს შესახებ არ უნდა იყოს ამისთვის განტევების ვაცი. ეს ანგარიში არის ცოდვების კატალოგი და მასში არის შესული მოთხოვნები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, ისეთები, როგორებიცაა, მაგალითად, პერსონალური სანქციები ან ლეგალური პროცედურები კოლექტიური სასჯელისთვის. ამ ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყანა აარიდა ორ ბლოკს შორის კონფლიქტს, რაშიც ჩვენ გვსურს მათი ჩათრევა“, – აღნიშნა ჰანს ნოიჰოფმა.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.