ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 2 წლისთავზე კიევში ჩავიდა.

 ამის შესახებ ინფორმაციას X-ზე თავად ლაიენი ავრცელებს.

"როგორც არასდროს ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. მანამდე, სანამ ქვეყანა საბოლოოდ არ გათავისუფლდება," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაცია" იყო.

ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები