ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ კარისმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კადრიორგში შევხდი. კიდევ ერთხელ დავუდასტურე ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიერ არჩეული დემოკრატიული ევროპული გზის მიმართ“, – წერს კარისი.
ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი. როგორც ზურაბიშვილი წერს, ალან კარისმა ქართველი ხალხის ევროპული მომავლის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
„შევხვდი ალან კარისს. მან თქვენი, ქართველი ხალხის მიმართ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მომავლისთვის თქვენს მტკიცე ბრძოლაში“, – წერს ზურაბიშვილი.
თარგმანი: პირველი არხი