ჩვენ საზოგადოების სიმართლით აღჭურვა დავისახეთ მიზნად და ამ პროცესში არაერთხელ გვითქვამს, რომ დღეს ევროინტეგრაცია ქრისტიანობის ლგბტ რელიგიით ჩანაცვლებაზე გადის. მიგვაჩნია, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი ამის ნათელი ილუსტრაცია იყო, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენი მოძრაობის მიერ გავრცელებულ წერილში ცხადად ვუთხარით საზოგადოებას, რომ დღევანდელ რეალობაში ევროკავშირში გაწევრიანება სამი მთავარი პირობის დაკმაყოფილებაზე გადის: თუ ქვეყანაში ხელისუფლება ხელს უწყობს ლგბტ პროპაგანდას; თუ ამ ხელისუფლებას ქვეყნის სუვერენიტეტი არ აინტერესებს და, შესაბამისად, გარე ძალებისგან იმართება; თუ ასეთი, აგენტურით დაკომპლექტებული მმართველი ძალა წარმატებით ასრულებს მიგრანტების საკითხში ევროკავშირის დირექტივას, ანუ ხელს უწყობს ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციას, რაც შემდეგ ქვეყნის იდენტობის გაქრობით სრულდება. სხვა ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სამი დირექტივა უპირობოდ სრულდება – კავშირის წევრობაზე გზა ხსნილია.
ეს ყოველივე რომ სიმართლეა და უკვე ბევრი მტკიცება აღარ სჭირდება, საქართველოს მაგალითით შეგვიძლია დავადასტუროთ, როდესაც, მათივე გამოქვეყნებული რეიტინგებით, მოლდოვა და უკრაინა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებოდნენ, მაგრამ კანდიდატის სტატუსიც მათ მისცეს უფრო ადრე და მოლაპარაკებებიც ჩვენამდე გაუხსნეს, დღემდე ამ საკითხებს ბრიუსელის ბიუროკრატია და მათი მმართველები, საქართველოში შანტაჟის იარაღად იყენებენ. სამაგიეროდ, ამ ორი ქვეყნის გარედან მართულმა მთავრობებმა ლგბტ პრაიდებს მწვანე შუქი აუნთეს და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკანონმდებლო ცვლილებებზეც მუშაობენ. საქართველო კი, ისჯება მხოლოდ იმის გამო, რომ კრძალავს ლგბტ პროპაგანდას, იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ქართველი ერის იდენტობას.
წინა განცხადების გახსენება იმიტომ დაგვჭირდა, რომ ამ წერილის გავრცელებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნა ვიხილეთ, რამაც საზოგადოებაში(არა მარტო ქართულ) უდიდესი ვნებათაღელვა გამოიწვია. ეგრეთწოდებული პერფორმანსი უხვად იყო გაჯერებული ქრისტიანული სარწმუნოების შეურაცხყოფით, ქრისტიანებისათვის წმინდა დოგმების დაცინვით და აბუჩად აგდებით. შოუში დომინირებდა ლგბტ თემატიკა და რა გასაკვირია, რომ ეკლესიას და რწმენას სწორედ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები დასცინოდნენ. პარიზში გამართულმა ამ ვაკხანალიამ უმძიმესი საერთაშორისო რეაქციები გამოიწვია, რის შედეგადაც ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა მოუწიათ, მაგრამ იქვე აღნიშნეს, რომ „ტოლერანტობის ზეიმი“, რაც შოუს მთავარი მიზანი იყო, მათი აზრით, მიღწეულია. ცხადია, ეს დღე სამარცხვინო შავ ლაქად დარჩება საფრანგეთის, ევროკავშირისა და თავად ოლიმპიადის ისტორიაში. მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიური თამაშები მსოფლიოს წარმატებულ სპორტსმენთა ერთ-ერთი უმაღლესი სპორტული შეჯიბრია, რომელსაც, წესით, არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს ყალბ და ძალად თავს მოხვეულ ღირებულებებთან, თუმცა, როგორც ჩანს, ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგებმა მაინც შეძლეს ლგბტ თემატიკის ასეთი უხეში ფორმით ჩართვა სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიალში.
ეჭვგარეშეა, რომ წარმოდგენის ამგვარად დაგეგმვა შემთხვევითი არ არის და ყველა დეტალი მიზანმიმართულად იყო გათვლილი. ისიც ფაქტია, რომ გარკვეულ ძალებს ამერიკაში, რომლებიც ევროკავშირს სრულად მართავენ, ჯერ კიდევ აშფოთებთ ადამიანებში ქრისტიანული ღირებულებების სიმძლავრე და მიზნად ისახავენ ამ ფასეულობების ბოლომდე განადგურებას. და რადგან, ურწმუნო, უსამშობლო და ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანის დამორჩილება ბევრად უფრო მარტივია, მათთვის სწორედ მთავარ ბარიერს – რწმენა წარმოადგენს. აღნიშნულ მიზანს კი, ლგბტ პროპაგანდასთან ერთად, უკონტროლო მიგრაციაც ემსახურება, რადგან ვხედავთ, რომ ევროპის დიდ ქალაქებში ქრისტიანი მოსახლეობა ნელ-ნელა უმცირესობაში ექცევა.
აღნიშნული გეგმა დიდი ხანია, მუშაობს, რაც ლგბტ პროპაგანდის მასობრივად გავრცელებასა და ეკლესიის გამუდმებულ დისკრედიტაციაში გამოიხატება, მაგრამ მთელი მსოფლიოს დასანახად ქრისტიანული რწმენის ასეთი მასშტაბის, თანაც ძალიან მძიმე ფორმებით შეურაცხყოფა აქამდე ბევრჯერ ნამდვილად არ გვინახავს.
სამწუხაროდ, ამ ვერაგი იდეის ავტორებს მიზნად აქვთ დასახული, რომ ეს ყველაფერი ადამიანთა ყოველდღიურობად აქციონ.
ჩვენ საზოგადოების სიმართლით აღჭურვა დავისახეთ მიზნად და ამ პროცესში არაერთხელ გვითქვამს, რომ დღეს ევროინტეგრაცია, ქრისტიანობის ლგბტ რელიგიით ჩანაცვლებაზე გადის. მიგვაჩნია, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი ამის ნათელი ილუსტრაცია იყო.
აქვე, შეგახსენებთ საქართველოში რევოლუციის მოწყობის მიზნით ჩამოსული გერმანელი პოლიტიკოსის, მიქაელ როთის განცხადებას, რომელშიც მან მართლმადიდებელი ეკლესია რეგრესთან გააიგივა და თქვა, რომ ეკლესია განვითარებას უშლის ხელს. ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ეს არ ყოფილა ერთი ცალკეული ღიად გეი პოლიტიკოსის პირადი მოსაზრება და რომ სწორედ ასეთია მთლიანად დღევანდელი ევროკავშირის პრიორიტეტები.
ევროკავშირისგან აღარაფერი დარჩება, თუ გაქრება ის ხიბლი, რაც ზოგადად ევროპას გააჩნდა და რაც ქრისტიანული ღირებულებების პატივისცემაში, კანონის უზენაესობაში, განსხვავებული აზრის პატივისცემასა და ძლიერ ეკონომიკაში გამოიხატებოდა. დღეს ეს კავშირი ინერციით აგრძელებს არსებობას და ოკეანის გაღმიდან ხელოვნურად შექმნილი გაუთავებელი კრიზისების, ომებისა და თავს მოხვეული ფსევდოლიბერალური ღირებულებების ტყვეობაში ფეხზე ძლივს დგას, მაგრამ გამოჯანმრთელებისკენ სწრაფვის ნაცვლად, ვხედავთ იმას, რაც ოლიმპიადის გახსნაზე წარმოგვიდგინეს.
სწორედ ასეთ დეგრადირებულ კავშირში გვექაჩებიან, თან არც გვიღებენ და თან, ყველაფერთან ერთად, ხალხს აშანტაჟებენ, თქვენი ხელისუფლების ბრალია, ჩვენი კარი რომ ჩაკეტილიაო.
გვსურს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ აუცილებელია, არსებობდეს აქტიური დისკუსია, რამდენად არის საქართველოს ეროვნული ინტერესი ისეთ კავშირში გაწევრიანება, სადაც ეკლესია მტრის ხატად არის გამოცხადებული, სადაც ეროვნულ იდენტობას არა სიამაყედ, არამედ პრობლემად მიიჩნევენ. რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას იმ ევროკავშირში შესვლა, სადაც გაწევრიანების საკვანძო საკითხია, რამდენად მართულია შენი მთავრობა გარე ძალების მიერ და როგორ უწყობს ის ხელს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას.
ამიტომ აუცილებლად უნდა დავაღწიოთ თავი ამ ყალბი იდეოლოგიით გაჯერებულ პროპაგანდას და ჩვენი გადარჩენის გზა ვეძებოთ, რაც, ჩვენი აზრით, საქართველოს ნეიტრალურ პოზიციაში ჩაყენებას და ყველა ქვეყანასთან თანასწორ მეგობრობას გულისხმობს!“ – აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.