კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და დავსახეთ თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები კულტურის მიმართულებით“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.