დუბაიში, მსოფლიო მმართველობის სამიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს ნოურა ბინ მოჰამედ ალ ქააბს შეხვდა.
შეხვედრაზე კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ელისო ბოლქვაძემ მინისტრს კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები გააცნო.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სახელოვნებო განათლების სისტემაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა და გამოცდილებების გაზიარება“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.