პარტია ხალხის ძალის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს.

„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიზანია - დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა პროპაგანდის მავნე ზემოქმედებისგან, რაც როგორც ვხედავთ, დღითი დღე უფრო ვრცელდება საქართველოში. ამ კანონის ძირითადი მიზანი ეს არის, თუმცა მისი ცალკეული პუნქტებით ქვეყანაში აიკრძალება - ერთსქესიანთა ქორწინების ოფიციალურად დაკანონება, ერთსქესიანთა ოჯახის ან იმ ადამიანის მიერ, რომელიც არატრადიციული ღირებულებების მატარებელია შვილად აყვანა, სასწავლო დაწესებულებებში ასეთი ტიპის ურთიერთობების პოპულარიზაციის ან პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

ამ კანონით ძირითადად ასეთი ტიპის ცვლილებებია გათვალისწინებული, თუმცა ეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმადაც თვრამეტ კანონში შედის ცვლილებები, ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებებს. ეს ღონისძიებები ძირითადად მიმართულია იმისკენ, რომ გაავლოს მკაფიო ზღვარი უმცირესობების უფლებების დაცვასა და ლგბტ პროპაგანდას შორის. უფლებების დაცვის მხრივ არაფერი არ იცვლება, ისევ გაგრძელდება უმცირესობების უფლებების დაცვა და ამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიზანი არ არის უფლებების შელახვა. უფლებების დაცვის მხრივ ყველაფერი რჩება უცვლელი, ერთადერთი იკრძალება პროპაგანდა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ მავნე ზემოქმედებისგან.“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.