ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტების კომიტეტებზე განხილვა ხვალიდან დაიწყება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით დაწყებული სპეკულაციები ამ დოკუმენტების მთავარი მიზნის დაკნინებას ემსახურება.  


„ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტები არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური რესურსების გამჭვირვალობის საკითხს ეხება. ჩვენ შემოვიტანეთ ორი ვარიანტი: ერთი - ქართული, რომელიც ჩვენ მიერ არის შემუშავებული და მეორე - ამერიკული, რომელიც ამერიკული FARA-ს ზუსტი თარგმანია. ორივე კანონთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი სპეკულაცია გავრცელდა და ამის მიზანი არის ის, რომ როგორმე დააკნინონ ამ კანონპროექტების ძირითადი აზრი და შინაარსი - NGO-სექტორის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.