"სადმე საკრუიზო გემს ვინმე აპროტესტებს? ევროპის რომელიმე ქვეყანაში? ამერიკაში? 50-ზე მეტი რუსული ტუროპერატორი აორგანიზებს ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში რუსი ტურისტების გადაადგილებას! - ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერის გაჩერების გამო მიმდინარე საპროტესტო აქციას "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
სადმე საკრუიზო გემს ვინმე აპროტესტებს? ევროპის რომელიმე ქვეყანაში? ამერიკაში? 50-ზე მეტი რუსული ტუროპერატორი აორგანიზებს ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში რუსი ტურისტების გადაადგილებას! მე ვფიქრობ, ოპოზიციას უფრო უნდა აწყობდეს გააპროტესტონ, დელფინების საქართველოს საზღვაო აკვატორიაში შემოსვლა! სტრატეგიულად გირჩევნიათ! ანუ, ჭარბი დელფინების აჭარის სანაპიროსთან კონცენტრირება გამოიწვევს დიდი რაოდენობით ხალხის დაინტერესებას, გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, შესაბამისად, სასტუმრო და კვების ობიექტები უფრო მეტ ფულს იშოვიან, ანუ უფრო გამდიდრდება მოსახლეობა, რაც ოპოზიციას არ აწყობს, რადგან მერე განაწყენებული და მშიერი ხალხის რაოდენობის შემცირებით, შესაბამისად ოპოზიციის ელექტორატიც შემცირდება! შესაფუთადაც ადვილი იქნება! ყველამ იცის, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურები, წრთვნიან დელფინებს სხვადასხვა სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად! აქაც ლოზუნგი, ოკუპანტი რაღაც უბედურებას გვიმზადებს დატრენინგებული დელფინების საშუალებით, უფრო მისაღები იქნება, ვიდრე გემზე მყოფ 80 და 90 წლის რუსი ბებია-ბაბუებთან გაჯგიმული ბრიქაობების მოწყობა! ამ გემზე ჩეჩნები რომ ყოფილიყვნენ, მაინც მიუვარდებოდნენ? რა ვიცი, ორი ჯიპი ჩეჩნების შეეშინდათ, მიახლოვებაც ვერც გაუბედეს! დელფინები! მითქვამს მე თქვენთვის! ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოფრენილი თოლიები".