საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დღეს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. სადაც ამომრჩევლები აირჩიეს საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატები, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერები. 


  
 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ყველა ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა.  ამასთან დაკავშირებით მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" დიტო სამხარაძე "ფეისბუკში" წერს. 

"2021 წლის და 2023 წლის შედეგები . ეს არის ფაქტი დანარჩენი ყველაფერი გლობალური ომის პარტიის, ჩვენი ქვეყნის მტრების, ფაშისტი აგენტების და უსამშობლო ხალხის ფანტაზიაა

P.S. ადექით ახლა, IRI-ს კვლევების ფურცლები დაახვიეთ და …. თქვენი მობრუნების შანსი 0 % არის" - წერს დეპუტატი და გრაფიკს აქვეყნებს.